1-ელ მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი პანკისში ახალგაზრდებს შეხვდება. ხეობაში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, მათ შორის: დისკუსია მინისტრის მონაწილეობით, ექსპრეს-ლაბორატორიის მუშაობის დემონსტრირება, გამწვანების აქცია და ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?"
პანკისის ხეობის ახალგაზრდული კლუბის წევრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გიგლა აგულაშვილს შეხვდნენ. მინისტრმა პანკისელ ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში უმასპინძლა.