12:00 საათზე მინისტრი პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში ახალგაზრდული კლუბის წევრებს შეხვდება.
13:30 საათზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ექსპრეს-ლაბორატორიის მეშვეობით გაზომავენ ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელექტრომაგნიტური გამოსხივებისა და ხმაურის მაჩვენებლებს.
14:00 საათზე პანკისის სათემო რადიოს ეზოში, „მწვანე სივრცის“ მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი. მინისტრი და ახალგაზრდები ნერგებს დარგავენ.
15:30 საათზე პანკისის სათემო რადიო WAY გამწვანების აქციის მონაწილეებს ღია ცის ქვეშ უმასპინძლებს.
16:00 საათზე დუისის კულტურის სახლში გაიმართება ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის“, რომელშიც პანკისის საჯარო სკოლების უფროსკლასელების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. თამაშის ძირითადი კითხვები აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს და გარემოს დაცვის საკითხებს შეეხება. თამაშს ასევე დაესწრებიან ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებიც. მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს და PH International-ის მხარდაჭერით იმართება.