„იყო მუქარები, რომ „გაეთრიეთ პანკისიდან“, „თქვენი საქმიანობა ჩვენთვის მიუღებელია“ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კლუბში ხანძრის გაჩენა და გადაწვის მცდელობა, ერთ-ერთი გაფრთხილება იყო ჩემთვის“, - აცხადებს იზა ბექაური, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის დირექტორი. 3 იანვარს, საღამოს, ცეცხლი წაუკიდეს დუისის კულტურის სახლს, სადაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისია განთავსებული.
პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ფონდის დირექტორის იზა ბექაურის განცხადებით, შენობას ბენზინი მიასხეს და ცეცხლი განზრახ გააჩინეს.
16 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხეობაში მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.