ვაინახების ხელოვნება – ასე ჰქვია ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) ახალ წიგნს, რომელიც პირველი თანამედროვე კატალოგია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა და მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
ჩრდილოეთ კავკასიის ხალხის ხელოვნების შესახებ მწერალმა ნონა ხანგოშვილმა (თუმი დიშნი) წიგნი გამოსცა. „ვაინახების ხელოვნება“ - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 18 დეკემბერს პანკისის ხეობაში გაიმართება. წიგნი ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა გამოცემული.