განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 8 აპრილის ჩათვლით აცხადებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას. ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.
პროფესიული განათლება, ბოლო წლების განმავლობაში, არაერთმა პანკისელმა ახალგაზრდამ მიიღო, თუმცა დასაქმება მათთვის დღემდე პრობლემად რჩება. ახალგაზრდები ამბობენ, რომ დამსაქმებლები უპირატესობას უმაღლესი განათლების მქონეებს ანიჭებენ.