- 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ;
- მიხეილ ჯანელიძემ მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედება მიულოცა;
- უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით თბილისში გალა კონცერტი გაიმართება;
- პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი;
- სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობისთვის 676 000 ლარს გამოყოფს;
- პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ხელი მოაწერა;
- მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის საგადასახადო შეღავათები დაწესდება;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობა პანკისში - დიანა გაურგაშვილის სიუჟეტი;
- დუისის ამბულატორიში ქალებისთვის უფასო კონსულტაციები ჩატარდა;
- სოფელ ჭართალაში ადრექრისტიანული ტაძრის ნანგრევები აღმოაჩნეს;
- ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველურ ბუნებაში 40-მდე ქურციკი ბინადრობს;
- რუსეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე 900-მდე ადამიანი დააკავეს;
- 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4455 ლარი გახდა.