• დაახლოებით 100 ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში იმ მოთხოვნით, რომ ამნისტია, რომლის მიღებასაც მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს, ტერორიზმის ხელშეწყობაში მსჯავრდებულ პირებზეც გავრცელდეს. საუბარია რამაზ მარგოშვილზე, რუსლან ალდამოვზე, ზურაბ გორნაკაშვილსა და ზურაბ იდოიძეზე, რომლებსაც სასამართლოს მიერ 10-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა აქვთ მისჯილი საერთაშორისო ტერორისტად გამოცხადებული ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის. 

    კატეგორია საზოგადოება

    თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა.

    კატეგორია საზოგადოება

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს 10 წლით. 13 წლით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

    ახმეტაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, მისი დაცქვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

    კატეგორია საზოგადოება

    პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ზურაბ (აჰემედ) იდოიძე, რომელიც დღეს ახმეტაში დააკავეს, ტერორიზმის ხელშეწყობაშია ბრალდებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იდოიძემ, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები თურქეთის ქალაქ ხოფადან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

    კატეგორია საზოგადოება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს დილით თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში, დუისსა და ომალოში დაკავებულ იქნა საქართველოს 5 მოქალაქე: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]