• ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი შეწყდა

    პარასკევი, 30 სექტემბერი 2016 12:56 view 4925
    ყაზბეგი-ხევსურეთი-თუშეთის გზის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე კონკურსი შეწყდა

    სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მონაკვეთზე საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსი შეწყვეტილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

    შესაბამისი გადაწყვეტილება საავტომობილო გზების დეპარტამენტში შექმნილმა სატენდერო და საკონკურსო კომისიამ 27 სექტემბერს ჩატარებულ სხდომაზე მიიღო.

    ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო იმავე დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს წერილი, რომლის თანახმადაც ტრასის ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით მინდინარეობს ალტერნატიული მიმართულებების იდენტიფიცირება, რაც საპროექტო დავალების ცვლილებასაც გამოიწვევს.    

    შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული კონკურსი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გამოაცხადა. თავდაპირველი პირობების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 21-დან 26 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ, თუმცა შემდეგ ეს ვადები ორჯერ შეიცვალა - ჯერ 16 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ კი 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.

    კონკურსის პირობების მიხედვით, საპროექტო მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დღგ-ს გარეშე 3 559 322 ლარს შეადგენდა, ხოლო საკუთრივ საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაახლოებით 140 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა.  

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]