• მაყვლის, ჟოლოსა და კომშის კულტურების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

    პარასკევი, 04 ნოემბერი 2016 09:56 view 4894
    მაყვლის, ჟოლოსა და კომშის კულტურების გაშენებას სახელმწიფო დააფინანსებს

    მაყვლის, ჟოლოსა და კომშის კულტურების გასაშენებლად სახელმწიფო ფერმერებს ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. შესაბამისი ცვლილება შევიდა პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.

    სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროპროექტის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ექნებათ გააშენონ მაყვლისა და ჟოლოს კულტურები საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო კომში ხუთ რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში.

    „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა ბაღის გაშენების შემთხვევაში, ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს შეადგენს, ხოლო სანერგე მეურნეობის შემთხვევაში - მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

    სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

    „პროექტის მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

    ოფიციალური ინფორმაციით, აგროპროექტის ფარგლებში გაშენდა/შენდება 2044-ჰა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 767 644 ლარი შეადგინა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]