• პანკისში 40 პროექტი დაფინანსდა და 100–მდე ადამიანი დასაქმდა – შალვა ჯაფარიძე

    ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2016 14:39 view 4170
    პანკისში 40 პროექტი დაფინანსდა და 100–მდე ადამიანი დასაქმდა – შალვა ჯაფარიძე

    „პანკისის ხეობაში დაფინანსდა 40 პროექტი 100–მდე ბენეფიციარით. თანხობრივად ეს არის 412 ათასი ლარი. აქვე აღვნიშნავ, რომ დაფინანსების ეტაპები ჯერ არ დასრულებულა. ეს პროცესი კვლავ გრძელდება“, – განაცხადა პანკისის სათემო რადიო WAY–ს ეთერში მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ბიზნეს განვითარების კომპონენტის მენეჯერმა შალვა ჯაფარიძემ.

    მისივე თქმით, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის ოქტომბრის მონაცემებით, დაფინანსებულია 2593 პროექტი, რაც დაახლოებით 3942 ბენეფიციარია. „წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ დაახლოებით 6 00 პროექტის დაფინანსება საქართველოს მასშტაბით, რაც დაახლოებით 1000–ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს“ – აღნიშნა შალვა ჯაფარიძემ.

    დაფინანსებული პროექტების ფარგლებში პანკისის ხეობაში განვითარდა და შეიქმნა ახალი საოჯახო სასტუმროები, ქისტური სამზარეულო, სწრაფი კვების ობიექტი, ჩაის სახლი, თექის სახელოსნო, შესაძლებელი გახდა თხის ყველის წარმოება, გაიხსნა ავტოსერვისი და სარემონტო კომპანია.

    პანკისის ხეობიდან წარდგენილი ბიზნესიდეები და ბიზნესგეგმები კონკურენტუნარიანი რომ ყოფილიყო, დაინტერესებულ პირებს უფასოდ უწევდნენ დახმარებას ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

    ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მიზნებია: რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა; შემოსავლების ათვისება; თანამედროვე ბიზნესპრაქტიკის დამკვიდრება; დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირება. პროგრამის ფარგლებში კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეეძლოთ. პროგრამისთვის პრიორიტეტული იყო ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები.

    შალვა ჯაფარიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, შესაძლოა, 2017 წელსაც გაგრძელდეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]