• თუშმა გიორგი ქარსამაულმა გუდის ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა

    სამშაბათი, 22 ნოემბერი 2016 10:54 view 4342
    თუშმა გიორგი ქარსამაულმა გუდის ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა

    25 წლის გიორგი ქარსამაულს თუშეთში, სოფელ ვესტომთაში (გომეწრის ხეობა) ცხვრის ფერმა აქვს, სადაც გუდის ყველი თუშური მეთოდით გამოჰყავს. ცოტა ხნის წინ, გიორგიმ თუშური ყველის დაძველების ტექნოლოგია შექმნა.

    მისი თქმით, ის ერთადერთი თუშია, რომელიც უმარილო ყველს ამ მეთოდით აწარმოებს. გიორგი ამბობს, რომ დაძველება თუშურ ყველს განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

    როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ქარსამაულმა უთხრა, ყველს სპეციალურ ტემპერატურაზე დაახლოებით 40 – 50 დღის განმავლობაში ინახავენ. ყველის დეგუსტაცია პირველად, 6 ნოემბერს, ყველის ფესტივალზე მოხდა.

    „ჩვენ საწარმოში თუშური ტრადიციული მეთოდით ამოყვანილ ყველს შესაბამის ტემპერატურაზე, ხის თაროებზ,ე მარილის გარეშე, მშრალად, დაახლოებით 40-50 დღის განმავლობაში ვაძველებთ, რაც ყველის განსხვავებულ და განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს განაპირობებს. თუშურ ყველს მსგავსი ტექნოლოგიით არავინ აწარმოებს. იდეის მიზანი თუშური ყველის პოპულარიზაცია იყო და გაამართლა. ჩვენი ნაწარმის დეგუსტაცია ყველის ფესტივალზე მოხდა და დიდი მოწონება დაიმსახურა“,- აღნიშნა გიორგი ქარსამაულმა.

    გიორგი ქარსამაულმა გუდის ყველის მასობრივი წარმოება ცოტა ხნის წინ დაიწყო. ფერმერი მომავალში თუშური ყველის წარმოების გაზრდას გეგმავს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]