• მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი რაუნდი აპრილიდან დაიწყება

    ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 17:57 view 3925
    მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი რაუნდი აპრილიდან დაიწყება

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი კონკურსი აპრილში გამოცხადდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ბიზნესიდეის განსახორციელებლად მოიპოვონ თანადაფინანსება: ერთმა მეწარმე სუბიექტმა არაუმეტეს 5 000 ლარი, ორმა 10 000 ლარი, სამმა მეწარმემ კი არაუმეტეს 15 000 ლარი.

    პროგრამის ფარგლებში ბიზნეს საქმიანობების მიმართულებით შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა პრიორიტეტულია სერვისზე ორიენტირებული პროექტები, ასევე ქალბატონების და იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) მიერ ბიზნესის წამოწყება.

    პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე; არ არის საჯარო მოხელე; არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; არ არის დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული; კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას.

    ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე დაფინანსებულია 4910 მიკრო და მცირე მეწარმე, გადამზადებულთა 8800 ადამიანი, ხოლო დასაქმებულია 5100 ადამიანი.

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების დაფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამა ორწლიანია და მის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]