საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის სამიზნე თემებში (საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ზემო ხალაწანი) მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს ბიზნესიდეის განხორციელებაში.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება; მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მებოცვრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, მარშუტების მომზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება); მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტ კაფეს, სილამაზის სალონი, საცხობის მოწყობა).
თითოეული საგრანტო პროექტის დაახლოებითი ღირებულებაა 3 500 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ 20%-ანი შრომითი ან ფულადი თანამონაწილეობა.
საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა დუისის საზოგადოებრივ ცენტრში 30 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 18 აპრილი.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია.