• USAID პანკისის ხეობაში მცირე ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება

    ხუთშაბათი, 23 მარტი 2017 18:23 view 4170
    USAID პანკისის ხეობაში მცირე ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება

    საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას მორისი პანკისის ხეობაში იმყოფეობდა, სადაც ადგილობრივებს მცირე გრანტების პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თომას მორისის განცხადებით, პროექტი ადგილობრივ მეწარმეებს სამუშაო ადგილების შექმნასა და შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.

    საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის სამიზნე თემებში (საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ზემო ხალაწანი) მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში, ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს ბიზნესიდეის განხორციელებაში.

    USAID-ის ინფორმაციით, მცირე გრანტების პროგრამა პანკისში მოქმედ ოცდაათ მცირე ბიზნესს დაეხმარება. ამასთან, 10 მცირე ბიზნესის დახმარება 2017 წელსვე იგეგმება.

    Zrda პროექტის დირექტორის მოადგილემ ქეთი ჭუმბურიძემ პანკისის სათემო რადიოსთან განაცხადა, რომ პროექტის ფარგლებში, ხეობაში სასათბურე მეურნეობების შექმნა უკვე დაწყებულია.

    „ჩვენი მიმართულებებია ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ასევე მომსახურების სფერო. უკვე დაწყებულია ხუთი სასათბურე და საჩითილე მეურნეობის მოწყობა. ასევე, გადამზადდნენ 11 საოჯახო სასტუმროს წარმომადგენლები, რომლებიც სტუმრებს გაუმჯობესებულ სერვისს შესთავაზებენ. მათ დავეხმარებით, რომ სხვადასხვა პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა და დაფინანსება მოიპოვონ“, - აღნიშნა ქეთი ჭუმბურიძემ.

    პანკისის მცხოვრებლების თქმით, პროექტის განხორციელება ხეობაში მცირე მეწარმეობის განვითარებასა და უმუშევრობის დაძლევას შეუწყობს ხელს.

    „როდესაც ხეობაში სამუშაო ადგილები არ არის და ორგანიზაცია ადგილობრივებს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობას აძლევს, ძალიან მნიშვნელოვანია. ოჯახებს შემოსავალის წყარო გაუჩნდებათ. ტურიზმთან დაკავშირებით მაქვს იდეები და პროექტში მონაწილეობასაც ვაპირებ“, - ამბობს ბელა მუთოშვილი, რომელიც სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს განვითარებას გეგმავს.

    პროექტში მონაწილეობას და ხელნაკეთი ნივთების საამქროს განვითარებას გეგმავს სოფელ ომალოში მცხოვრები მერი ხანგოშვილი.

    საგრანტო კონკურსში საპროექტო განაცხადების წარდგენა 2017 წლის 18 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

    განაცხადები მიიღება შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება, მეფუტკრეობა, მეფრინველეობა, მებოცვრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, მარშუტების მომზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება); მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტკაფეს, სილამაზის სალონის, საცხობის მოწყობა).

    USAID-ის ინფორმაციით, პროექტის განხორციელების შედეგად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში პანკისისში დაგეგმილია დაახლოებით 200 სამუშაო ადგილის შექმნა და 2 000 შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]