• პანკისში სამი ჰიდროექლექტროსადგურის კასკადის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება

    ოთხშაბათი, 12 აპრილი 2017 12:40 view 5256
    პანკისში სამი ჰიდროექლექტროსადგურის კასკადის მშენებლობა 2017 წელს დაიწყება

    პანკისის ხეობაში სამი ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა 2017 წელს, ზაფხულის ბოლოს დაიწყება. 4,8 მეგავატი სიმძლავრის „სამყურისწყალი 1“ და 26,28 მეგავატი სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“ მდინარე სამყურისწყალზე აშენდება.

    პანკისის ხეობაში ჰესებს შპს „ფერი“ ააშენებს. როგორც პანკისის სათემო რადიოს კომპანიის დირექტორის მოადგილემ ლაშა იორდანიშვილმა განუცხადა, „სამყურისწყალი 1“-სა და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება. ჰესების ჯამური წლიური გამომუშავება 154,95 მილიონი კილოვატი საათი იქნება.

    მისივე ინფორმაციით, წელს ასევე დაიწყება 5 მეგავატი სიმძლავრის კასკადის „ხადორი 3“-ის მშენებლობაც. მშენებლობას შპს „ალაზანი ენერჯი“ განახორციელებს. კომპანიის 100%-ანი წილის მფლობელი ლაშა იორდანიშვილია.

    კომპანია „ფერსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, „სამყურისწყალი 1“-ის და „სამყურისწყალი 2“-ის პროექტის ღირებულება დაახლოებით 46 მილიონი დოლარია.

    ამავე კომპანიამ 24 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „ხადორი 2“ ააშენა.

    „ფერი“ 30%-იან წილს ფლობს კომპანიაში „დარიალი ენერჯი“, რომელმაც ყაზბეგში ჰიდროელექტროსადგური „დარიალი ჰესი“ ააშენა და 8 აპრილს ექსპლუატაციაში გაუშვა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]