• განახლებული პირობები სესხებზე და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს [R]

    ხუთშაბათი, 11 მაისი 2017 14:28 view 3290
    განახლებული პირობები სესხებზე და მეტი შესაძლებლობები მომხმარებლებს [R]

    ფინკა ბანკში სიახლეა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე.

    ბაზარზე არსებული მოთხოვნის საპასუხოდ, ფინკა ბანკში უგირავნო სესხის მოცულობა გაიზარდა და საპროცენტო განაკვეთები ყველა ტიპის სესხზე შემცირდა.

    40 000 ლარამდე სესხის აღება უკვე შესაძლებელია უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მიზნობრიობა არ არის შეზღუდული - მომხმარებლებს შეუძლიათ ფინკა ბანკის სესხი გამოიყენონ როგორც ბინის რემონტისა და საოჯახო ტექნიკის შესაძენად, ასევე, სწავლის საფასურის და სხვა პირადი მიზნების დასაფინანსებლად.

    უგირავნო სესხები ხელმისაწვდომია მცირე ბიზნესის მქონე პირებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი დანადგარების და აღჭურვილობის შეძენა, მარაგების შევსება თუ ბიზნესის გაფართოება. საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედეგად, მცირე ბიზნესის მქონე პირებს ეძლევათ კარგი შესაძლებლობა მარტივად და სწრაფად მიიღონ თანხა და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი. რაც შეეხება გადახდის გრაფიკს - მომხმარებლებს თავად შეუძლიათ დაგეგმონ გადახდის გრაფიკი და იგი შემოსავლებს მოარგონ.

    კიდევ ერთი სიახლე - გამარტივდა სესხის გაცემის პროცედურა, ფინკა ბანკში 3000 ლარამდე სესხის აღებას 30 წუთი სჭირდება, გაუქმდა მცირე სესხების დამტკიცების საკომისიო - ამჟამად 0%-ია.

    სესხებზე პირობების განახლება და პროცედურების გამარტივება მომხმარებლების მხრიდან წამოსული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა. გიორგი სამადაშვილი, ფინკა ბანკის საოპერაციო დირექტორი ამბობს, რომ ბანკისთვის მომხმარებლის უკუკავშირი პრიორიტეტულია.

    „ჩვენ ყოველდღიურად ვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ჩვენგან აღებული დაფინანსებით ცდილობენ გააუმჯობესონ მცირე ბიზნესი და უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. სწორედ მომხმარებლებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ცვლილება. გავზარდეთ უგირავნო სესხის მოცულობა 40 000 ლარამდე, კიდევ უფრო შევამცირეთ საპროცენტო განაკვეთები. მომხმარებლებს სესხი შეუძლიათ აიღონ ნებისმიერი მიზნობრიობით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ყველა ცვლილება დადებითად აისახება მომხმარებლებზე და მეტად ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას რომელი საფინანსო ინსტიტუტის საბანკო პროდუქტებით ისარგებლონ, აუცილებლად მიიღონ ინფორმაცია ფინკა ბანკის შემოთავაზების შესახებ, შეადარონ პირობები და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება“.

    აღსანიშნავია, რომ ცვლილება შეეხო დეპოზიტებსაც. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები ლარში განთავსებულ ყველა სახის დეპოზიტზე.

    ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტების განახლებული პირობების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, მათ შორის სესხზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებგვერდის და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში - 224 49 49.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]