• ახმეტაში მაყვლის და ჟოლოს სანერგე მეურნეობის მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    შაბათი, 09 სექტემბერი 2017 01:21 view 5889
    ახმეტაში მაყვლის და ჟოლოს სანერგე მეურნეობის მოსაწყობად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

    აშშ-საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტი Zrda საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობების მოწყობის მიზნით. კახეთში პროექტის სამიზნე სოფლებია დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, ომალო, საკობიანო, მატანი, ქვემო და ზემო ალვანი და ქალაქი ახმეტა.

    Zrda პროექტი 0.8 ჰექტარი სადედე ბლოკის მოსაწყობად ფერმერს მაყვლისა და ჟოლოს უვირუსო ნერგებს გადასცემს. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს ნერგის წარმოების აგროტექნოლოგიის ტრანსფერისთვის აუცილებელი ტრენინგებსა და კონსულტაციების ჩატარებას ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

    პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამიზნე თემებში არსებულ კომპანიებს და ფერმერულ მეურნეობებს, რომელთაც აქვთ სურვილი თანამონაწილეობის პრინციპით მოაწყონ კენკრის სანერგე მეურნეობა. დაფინანსების შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებული იქნება სანერგეს მოსაწყობად არანაკლებ 0.8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოყოს. პანკისის შემთხვევაში განიხილება მცირე ფართობებიც.

    დაინტერესებულმა პირებმა 25 სექტემბრის ჩათვლით განაცხადი უნდა წარადგინონ ახმეტის სოფლის მეურნების სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში (ქ. ახმეტა, ჩოლოყაშვილის ქუჩა N 49) ან გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

    საგრანტო კონკურსსი მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია და განაცხადი იხილეთ აქ.

    პროექტი Zrda საქართველოში ხუთწლიანი პროგრამაა, რომლის მიზანია სამიზნე რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. კონკრეტულად ეს საგრანტო კონკურსი კი მიზნად ისახავს ხელი შუწყოს კენკრის სანერგე მეურნეობების ჩამოყალიბებას და ამ გზით კენკრის სექტორის განვითარებას წარმოების თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიისა და საწარმოო ხერხების გამოყენებით. ეს ინიციატივა ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ თავიანთი წარმოება და შემოსავლები.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]