• პანკისის ხეობაში 8 ტურისტული მარშრუტი მოეწყობა

    ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 13:14 view 6685
    პანკისის ხეობაში 8 ტურისტული მარშრუტი მოეწყობა

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით, ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი პანკისის ხეობაში სალაშქრო-საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

    დაგეგმილია ჯოყოლო - დუისის, ზემო ხალაწანი - პანკისის ციხის; ხადორი - ხორაჯო - ხადორის; ძიბახევი - მთა ტბათანა - ძიბახევის; ძიბახევი - მთა ტბათანა - ხადორის; ხადორი - მთა დიდი ლამაზური - ხადორის; ხადორის წრიული ბილიკის; ხადორი - მახვალის ჩანჩქერი - ხადორის ბილიკების მონიშვნა. აღნიშნულ ბილიკებზე ტურისტული მანიშნებლებიც მოეწყობა.

    დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ივნისის ბოლომდე უნდა შესრულდეს. პროექტის ბიუჯეტი 16 770 ლარია.

    პანკისის ხეობის საფეხმავლო მარშრუტების კვლევა გასულ წელს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციამ განახორციელა, რაშიც ტურიზმის ადმინისტრაციამ 45 ათასი ლარი გადაიხადა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]