მუხმად მუთოშვილი 24 წლის არის, საცხენოსნო გამყოლია პანკისიდან. ტურისტებს ის ტურებს სთავაზობდა პანკისის და ხადორის ხეობებში, პანკისიდან თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში. ტურიზმი ხეობაში ახალგაზრდების დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა გიდები უმუშევარი დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს პანკისის ხეობაში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს გიდების მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.