• გიდების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის – სწავლა უფასოა

    შაბათი, 17 ივნისი 2017 23:30 view 11132
    გიდების მოსამზადებელი კურსი ახალგაზრდებისთვის – სწავლა უფასოა

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ იწვევს პანკისის ხეობაში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს გიდების მოსამზადებელ კურსში მონაწილეობის მისაღებად.

    ვისთვის არის სასწავლო კურსი განკუთვნილი:

    სასწავლო კურსის მსმენელებად მიიღებიან ახალგაზრდები 18 წლის ასაკიდან, რომლებიც მუდმივად ან სეზონურად ცხოვრობენ აღნიშნულ რეგიონებში. სასურველია და არა სავალდებულო რომელიმე უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა.

    დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ CV (ავტობიოგრაფია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ან ანკეტის შესავსებად 09:00 საათიდან 18:00 საათამდე დარეკეთ ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 16 100 (კოდის გარეშე, ზარი უფასოა).

    სასწავლო კურსის ფორმატი

    სწავლა უფასოა. კურსი 15 დღიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. თეორიული მეცადინეობები ჩატარდება პანკისის ხეობაში, სათემო რადიოს ოფისში. სამუშაო ენა – ქართული. პრაქტიკული მეცადინეობები გაიმართება პანკისში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში. სასწავლო კურსს გაუძღვებიან მოწვეული კვალიფიციური სპეციალისტები.

    კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სამოქალაქო აქტივობების ცენტრი ხელს შეგიწყობთ დასაქმებაში.

    პანკისში, სასწავლო კურსის მონაწილეთა ცხოვრებისა და კვების ხარჯებს სრულად ფარავს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი. ორგანიზატორი მონაწილეებს შესაბამისი აღჭურვილობითა და კვებით უზრუნველყოფს მთაში პრაქტიკული მეცადინეობების დროსაც.

    პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია პანკისში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში ტურიზმის განვითარებაში ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა. ამ მიზნის მისაღწევად სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში მცხოვრებ 15–მდე ახალგაზრდას დაეხმარება ტურიზმის სფეროში, კერძოდ კი საფეხმავლო გამყოლის მიმართულებით ცოდნის, პრაქტიკული უნარ–ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებაში. პროექტის ფარგლებში გადამზადებული საფეხმავლო გამყოლების მონაწილეობით სამიზნე რეგიონებში მოხდება ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება და პირველადი (საინფორმაციო) ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო გამყოლები აღიჭურვებიან მგზავრობისთვის აუცილებელი ინვენტარით, რომ შეძლონ საექსკურსიო მომსახურების სრულად გაწევა და მეტი შემოსავლის მიღება. ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის სამიზნე რეგიონებში ტურიზმის სფეროს სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის და ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნება სამენოვანი ვებგვერდი, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია პანკისში, თუშეთსა და ფშავ–ხევსურეთში არსებული და ახალი მარშრუტების, ტურების, გამყოლების, ისტორიულ–კულტურული ძეგლების, ფლორისა და ფაუნის, მომსახურების სერვისების შესახებ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]