საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას კვლავ 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მდინარე დევდორაკის ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, საბაჟო პროცედურები 19 ოქტომბრამდე შეზღუდული გრაფიკით ხორციელდებოდა.