გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე დევდორაკის ხეობაში, ჰაერის ტემპერატურის კლების გამო, სტიქიური მოვლენების განვითარების საშიშროების ალბათობა შემცირებულია, რის გამოც, მცხეთა - სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის 134-ე და 135-ე კილომეტრებზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად, 24-საათიან რეჟიმში.