ბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა! მეც აქაური რიგითი ახალგაზრდა ვარ. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, თქვენს სოფელში ოქროს გზებისა და სასახლეების აშენებით ვერ ვიქნები კმაყოფილი, მაამებლობას ვერ დაგიწყებთ და მხოლოდ ქიზიყურად, სიმართლეს მოგწერთ.
პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ დანაგვიანების პრობლემას და განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით, სასწრაფოდ მოაგვარონ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ისლამის გამავრცელებლის მუჰამედის დაბადების დღეს ულოცავს.
საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი „სტარტაპ მეგობრული“ დაიწყო, რომელი დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა. „სტარტაპ მეგობრული“ სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.