15 ოქტომბერს აზერბაიჯანში Grand European Fighting Chempionship-ის ორგანიზებით გამართულ ორთაბრძოლა MMA-ს საერთაშორისო პროფესიონალურ ტურნირში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ორი ქართველი, მათ შორის პანკისელი ასლან გორგიშვილიც, რომელიც 77 კგ წონით კატეგორიაში აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალიევს დაუპირისპირდება.
საქართველოდან ტურნირში, რომელიც 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, „აზერბაიჯან არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ასლან გორგიშვილთან ერთად დავით ხუციშვილიც მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ომალოს მკვიდრმა 26 წლის ასლან გორგიშვილმა გასულ თვეს ჩატარებულ ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.