• ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ ჩეჩნური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

    პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 15:02 view 4616
    ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ ჩეჩნური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება

    დღეს, 11 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართება.

    შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე ჩეჩენმა ლიტერატურათმცოდნე ნურდინ მუზაევმა 60-იან წლებში თარგმნა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ თარგმანის მეორე გამოცემა.

    გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (იუნესკო) 2016 წელი „ვეფხისტყაოსნის“ წლად აქვს გამოცხადებული. რუსთაველი მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში 45–ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

    პოემა, ნაბეჭდი სახით, პირველად 1712 წელს გამოიცა თბილისში, ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების ყველაზე სრული კოლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. აქ ინახება წიგნის ოთხასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის, კავკასიურ ენებზე ნათარგმნი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]