შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ჩეჩნურ ენაზე ჩეჩენმა ლიტერატურათმცოდნე ნურდინ მუზაევმა 60-იან წლებში თარგმნა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ამ თარგმანის მეორე გამოცემა.
გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციას (იუნესკო) 2016 წელი „ვეფხისტყაოსნის“ წლად აქვს გამოცხადებული. რუსთაველი მსოფლიოს 35–ზე მეტ ქვეყანაში 45–ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.
პოემა, ნაბეჭდი სახით, პირველად 1712 წელს გამოიცა თბილისში, ვახტანგ მეექვსეს მიერ დაარსებულ პირველ ქართულ სტამბაში. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების ყველაზე სრული კოლექცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. აქ ინახება წიგნის ოთხასზე მეტი ეგზემპლარი, მათ შორის, კავკასიურ ენებზე ნათარგმნი.