• „მონადირის მოგონებები“ - ხასო ხანგოშვილმა ახალი წიგნი გამოსცა

    ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 17:51 view 5420
    „მონადირის მოგონებები“ - ხასო ხანგოშვილმა ახალი წიგნი გამოსცა

    ქისტმა მწერალმა და ისტორიკოსმა ხასო ხანგოშვილმა დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული წიგნი „მონადირის მოგონებები“ გამოსცა. როგორც ავტორმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს უთხრა, „მონადირის მოგონებები“ ტრაგიკულად დაღუპული მონადირეების ხსოვნას ეძღვნება.

    „პირველი ადგილი ჩემ მოგონებებში ყოველთვის მთაში ყოფნას, ნადირობას და იარაღის სიყვარულს ეხება. ასე, რომ ამ წიგნის დაწერის იდეა ყოველთვის მქონდა, მაგრამ აქამდე საჭიროდ არ მიმაჩნდა, რომ მკითხველის სამსჯავროზე გამომეტანა. წიგნში ასახულია წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ადათ-წესები და ეროვნული თვითშეგნება“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.

    „მონადირის მოგონებები“ ხასო ხანგოშვილის მეხუთე წიგნია, რომელზეც ავტორი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. წიგნის რედაქტორები ტარიელ და მარინა ხარხელაურები არიან.

    ხასო ხანგოშვილის წიგნის „მონადირის მოგონებები“ და მისი შვილის, ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) ალბომის „ვაინახების ხელოვნება“ პრეზენტაცია თბილისის ხელოვნების სასახლეში, 26 თებერვალს, 15:00  საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ „მონადირის მოგონებები“ არ გაიყიდება. დაინტერესებულ პირებს მისი მიღების შესაძლებლობა პრეზენტაციაზე ექნებათ.

    ხასო ხანგოშვილი პანკისის ხეობაში 1942 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. ის პანკისის უხუცესთა კავშირის წევრია. ავტორია წიგნებისა „ქისტები“, „აბრაგები“, „საღვთო წიგნები“, „ქისტების ადათ-წესები“ და „მონადირის მოგონებები“.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]