„პირველი ადგილი ჩემ მოგონებებში ყოველთვის მთაში ყოფნას, ნადირობას და იარაღის სიყვარულს ეხება. ასე, რომ ამ წიგნის დაწერის იდეა ყოველთვის მქონდა, მაგრამ აქამდე საჭიროდ არ მიმაჩნდა, რომ მკითხველის სამსჯავროზე გამომეტანა. წიგნში ასახულია წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ადათ-წესები და ეროვნული თვითშეგნება“, - აღნიშნა ხასო ხანგოშვილმა.
„მონადირის მოგონებები“ ხასო ხანგოშვილის მეხუთე წიგნია, რომელზეც ავტორი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. წიგნის რედაქტორები ტარიელ და მარინა ხარხელაურები არიან.
ხასო ხანგოშვილის წიგნის „მონადირის მოგონებები“ და მისი შვილის, ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) ალბომის „ვაინახების ხელოვნება“ პრეზენტაცია თბილისის ხელოვნების სასახლეში, 26 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. აღსანიშნავია, რომ „მონადირის მოგონებები“ არ გაიყიდება. დაინტერესებულ პირებს მისი მიღების შესაძლებლობა პრეზენტაციაზე ექნებათ.
ხასო ხანგოშვილი პანკისის ხეობაში 1942 წლის 29 დეკემბერს დაიბადა. ის პანკისის უხუცესთა კავშირის წევრია. ავტორია წიგნებისა „ქისტები“, „აბრაგები“, „საღვთო წიგნები“, „ქისტების ადათ-წესები“ და „მონადირის მოგონებები“.