• პანკისში ეთერ თათარაიძის პოეზიის საღამო გაიმართება

    ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 12:20 view 4582
    პანკისში ეთერ თათარაიძის პოეზიის საღამო გაიმართება ფოტო: გივი ტუხაშვილი

    17 მარტს, დუისის საზოგადოებრივ ცენტრში, პოეტისა და ფოლკლორისტის, ეთერ თათარაიძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მისი და, მომღერალი ლელა თათარაიძე და ადგილობრივი მოცეკვავეები მიიღებენ. ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

    „კავკასია და კავკასიური დიდი სახლი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი ხალხი მელოდება ხვალ პანკისის ხეობაში. ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ დიდი ხნის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახმეტის რაიონში ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ“, - უთხრა პანისის სათემო რადიოს ეთერ თათარაიძემ.

    პოეზიის საღამოს ორგანიზატორები საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ არიან. ფონდის ხელმძღვანელის იზა ბექაურის თქმით, ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ჩატარდება.

    „პროექტი პანკისის ხეობაში ცნობილი ადამიანების მოწვევას ითვალისწინებს. ქალებთან შეხვედრის მერე გამოიკვეთა, რომ მოგვეწვია ისეთი ცნობილი ადამიანი, რომელიც იქნებოდა ჩვენი რაიონიდან, ან თუში, ან ქისტი და შეხვედრაზე კულტურათაშორის ურთიერთობაზეც იქნებოდა საუბარი“, - აღნიშნა იზა ბექაურმა.

    ეთერ თათარაიძე ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში 1956 წლის 15 მარტს დაიბადა. მისი პოეზია თუშურ დიალექტზეა შექმნილი. ეთერ თათარაიძე 18 წიგნისა და კრებულის ავტორი და თანაავტორია. მათ შორისაა „შენდობით მომიხსენიეთ“, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, „აღათო“, „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“, „მაესტრო და ხევსურეთი“, „ჩამომიარ საწუთრომ...“, „იმედის გვირილაო“, „დევიღუპეთ“, „ჩიტ რო იძახს, წიავ“ და სხვა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]