• პანკისის კულტურული მრავალფეროვნება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ – კულტურის მინისტრი

    ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 13:47 view 4009
    პანკისის კულტურული მრავალფეროვნება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ – კულტურის მინისტრი

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ანსამბლ „პანკისის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კულტურული საკითხებისგან ადგილობრივი ხელისუფლების დისტანცირება არასწორია.

    „ადგილობრივი ხელისუფლება უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული სხვადასხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების დისტანცირება არასწორია და პირიქით, მოვუწოდებდი ადგილობრივ ხელისუფლებას მაქსიმალურად ჩართული იყოს ასეთ საკითხებში. ამით მე არ ვცდილობ პასუხისმგებლობის გადატანას მთლიანად კულტურის სამინისტროდან მუნიციპალიტეტებზე, მაგრამ ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და არა მხოლოდ ზეპირად გამოუცხადოს ამა თუ იმ საკითხს მხარდაჭერა, არამედ გადადგას შესაბამისი, კონკრეტული ნაბიჯები“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „მე და სახელმწიფო“.

    მინისტრის თქმით, ეთნიკური უმცირესობების კულტურის წარმოჩენა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მხარდაჭერას გააგრძელებს.

    „ჩვენ ვაგრძლებეთ მხარდაჭერის პროგრამას. ეს გამოიხატება იმ კონკურსებში, რომლებსაც ვაცხადებთ და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებს მოვუწოდებთ აქტიურობისკენ, რომ მოიფიქრონ მათთვის საინტერესო პროექტები და მიიღონ მხარდაჭერა. ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივები ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

    შეგახსენებთ, ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზე უარი უთხრა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]