• weather cur horoscope

    პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

    ორშაბათი, 24 აპრილი 2017 21:14 view 4138
    პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალი გაიმართება

    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალს გამართავს. ფესტივალი წელს უკვე მეორედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქისტი, ხევსური, ფშაველი, მთიული, მოხევე და თუში მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ.

    ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალი ზაფხულში, ხადორში, რეინჯერთა სახლის ეზოში გაიმართება.

    პანკისში მცხოვრებ მცირე მეწარმეებს საშუალება ექნებათ სტუმრებს საკუთარი პროდუქციაც გააცნონ.

    დაგეგმილია კონკურსი, რომლის შედეგადაც ყველაზე მოვლილი და ლამაზი ცხენი გამოვლინდება. ცხენის პატრონს ჯილდოს პანკისის სათემო რადიო WAY გადასცემს.

    სტუმრები შეძლებენ ქისტური კერძების დაგემოვნებასაც, როგორიცაა ჯიჯიგ გალანიშ, ქისტური ხინკალი, ქისტური ხაჭაპური, ჩეჩნური ჰალვა და ა.შ.

    ფესტივალის მიზანი ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია და ამ პროცესში პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისა და ქალების ჩართვაა.

    „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ პანკისის ხეობაში 2015 წლიდან მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდა აქტივისტებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და ქალთა სოციალურ – ეკონომიკური გაძლიერებაა.

    კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონკურსი „საქართველოს ცენტრსა და რეგიონებში ეთნიკურ უმცირესობათა შემოქმედებითი აქტივობების (გამოფენა, კონცერტი, საღამო) ხელშეწყობა“ მიმდინარე წლის მარტში გამოაცხადა.

    პანკისის ხეობაში ვაინახური და ქართული ფოლკლორის ფესტივალის ჩატარების გარდა, კონკურსის ფარგლებში მხარდაჭერა შემდეგმა პროექტებმა და ორგანიზაციებმა მოიპოვეს: „სიყვარულის გზით“ (საქართველოს ქალთა საბჭო); „სომხური კულტურა მულტიეთნიკურ საქართველოში“ (ქართველ სომეხთა კავშირი); „ქისტური ფოლკლორის და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში“ (ქალთა კავშირი „კავკასიელ ქალთა კონგრესი“); „თბილისური ეზო - ისტორიული კავშირები“ („არტარეა TV2.0“); „საქართველოს ქურთ-ეზიდთა კულტურული მემკვიდრეობა“ (ქალთა უფლებების სათემო ინიციატივები); „ორნამენტი“ (ინდ.მეწარმე ნინო ჭიჭინაძე); „კავკასიური ცარცის წრე“ (სტუდია „ასტეროიდი“); „შემოქმედებითი საგანმანათლებლო კურსები საქართველოს რეგიონებში“ (ააიპ „კონტაქტი“); „ეთნომრავალფეროვნების ტრადიციები და მხატვრული ტრანსფორმაციები“ (საქართველოს კულტურის აკადემია); „უძველესი ასურული ტრადიციები“ (ასურული ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნინევია“); „მშვიდობის გზავნილები ნიქოზიდან“ (ააიპ „კავკასიური მოზაიკა“).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისის შემთხვევა იყო განსაკუთრებული. გპირდებით, მოჰყვება თავისი შედეგები - გახარია

    „პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო…

    «პანკისის სახალხო კრება» ხეობაში შარიათის განმტკიცებასთან კავშირს უარყოფს

    „პანკისის სახალხო კრება“ განცხადებას ავრცელებს სათემო რადიოს ეთერში, გადაცემაში „მე…

    პანკისის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

    პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]