• 6-10 ნოემბერს გორში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართება

    ხუთშაბათი, 02 ნოემბერი 2017 23:32 view 5871
    6-10 ნოემბერს გორში ვაინახური კულტურის დღეები გაიმართება

    ვაინახური კულტურის დღეები 6 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ქისტური ფოლკლორისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენით გაიხსნება.

    ღონისძიების ფარგლებში მკითხველს გააცნობენ ვაინახურ თემაზე შექმნილ წიგნებს: "ქისტები", "აბრაგები", "ქისტური ადათ-წესები", "ვაინახების ხელოვნება", "მონადირის მოგონებები", "ვაინახი პერსონაჟები ქართულ მწერლობაში" და სხვა.

    ქისტი უხუცესები ხასო ხანგოშვილი და ზაურ გუმაშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას თემაზე "ქისტები - წარსული, აწმყო და მომავალი, მათი ადათ-წესები და რელიგიური მრწამსი, ქისტების როლი საერთო კავკასიური კულტურისა და ურთიერთობების განვითარების საქმეში"; ზელიმხან წუწაშვილი კი ისაუბრებს ქისტების ადათობრივი კოდექსის შესხებ.

    15:00 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდება ანსამბლ "პანკისის" კონცერტი.

    8 ნოემბერს, 13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია"კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი იზა ბექაური ისაუბრებს ქისტ ქალთა საბჭოს და მათი როლის შესახებ პანკისის ხეობის განვითარებაში სფეროში. ნაჩვენები იქნება პანკისსა და ქისტ ქალებზე გადაღებული ვიდეორგოლები; ქისტი პოეტები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ, მექა ხანგოშვილი კი ისაუბრებს ჩეჩნურ ენაზე თარგმნილი ქართული პოეზიის შესახებ, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ვაინახი პოეტების შემოქმედებაში;

    15:00 საათზე გაიმართება დუისის საჯარო სკოლასთან არსებული საბავშვო თეატრის სპექტაკლის "ღია შუშაბანდის" ჩვენება.

    10 ნოემბერს, 13:00 საათიდან ვაინახური კულტურის დღეები სპორტული ღონისძიებებით გაგრძელდება; 15:00 საათზე გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე "ქისტები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში, მწერლობასა და პოეზიაში". ამავე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან - ამირან არაბულთან, ეთერ თათარაიძესთან, ტარიელ ხარხელაურთან, თიანათინ მღვდლიაშვილთან და ერეკლე საღლიანთან.

    ვაინახური კულტურის დღეები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საზეიმოდ დაიხურება.

    ღონისძიებები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]