2011 წლის უდიდესი კინომოვლენა ფრანგულ-ამერიკული შავ-თეთრი მიუზიკლი „არტისტი“ იყო. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემიერისა და წარმატების შემდეგ, საუკუნის წინანდელ სტილში გაკეთებულმა მუნჯურმა ფილმმა მრავალი კინოჯილდოს მოპოვება შეძლო, სულ ბოლოს კი ფილმი ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმადაც აღიარა და რამდენიმე სხვა ნომინაციაშიც მიანიჭა ოსკარები: დაჯილდოვდნენ ფილმის ახალგაზრდა ფრანგი პროდიუსერი ტომა ლანგმანი, ლიტვურ-ებრაული ფესვების მქონე ფრანგი რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი, მსახიობი ჟან დუჟარდენი, კომპოზიტორი, კოსტიუმერი და ა.შ.
კავკასიური კონფლიქტების კორესპონდენტი, მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი საქართველოს მწერალთა სახლში, 27 სექტემბერს შეხვედრას გამართავს, სადაც ისაუბრებს ჩეჩნეთის 1995 წლის ომის გაშუქების შესახებ და მიმოიხილავს, თუ რა გავლენა აქვს რეგიონალურ კონფლიქტებს საქართველოზე.