• ჩეჩნეთის 1995 წლის ომის გაშუქების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

    ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 10:58 view 3984
    ჩეჩნეთის 1995 წლის ომის გაშუქების საკითხებზე შეხვედრა გაიმართება

    კავკასიური კონფლიქტების კორესპონდენტი, მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი საქართველოს მწერალთა სახლში, 27 სექტემბერს შეხვედრას გამართავს, სადაც ისაუბრებს ჩეჩნეთის 1995 წლის ომის გაშუქების შესახებ და მიმოიხილავს, თუ რა გავლენა აქვს რეგიონალურ კონფლიქტებს საქართველოზე.

    შეხვედრა ინგლისურ ენაზე გაიმართება, თუმცა იქნება სინქრონული თარგმანი ქართულად.

    თომას გოლცი ასევე ისაუბრებს თავის ბოლდოროინდელ შეხვედრებზე საქართველოში მცხოვრებ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებთან. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.

    თომას გოლცი 1954 წელს იაპონიაში დაიბადა, ხოლო ბავშვობა ჩრდილოეთ დაკოტას შტატში გაატარა. დაამთავრა ნიუ იორკის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის სწავლების მაგისტრატურის ფაკულტეტი. უკანასკნელ 15 წლის განმავლობაში ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თურქეთში და ცნობილი გახდა, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის, აფხაზეთის ომისა და ჩეჩნური კონფლიქტების კორესპონდენტი. ფლობს არაბულ, თურქულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებს. არის ავტორი წიგნებისა: აზერბაიჯანის დღიური (1998), ჩეჩნეთის დღიური (2003), საქართველოს დღიური (2006) და შექსპირის მკვლელობა (2006).

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]