• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    სტრასბურგმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

    ხუთშაბათი, 19 იანვარი 2023 20:43 view 4088
    სტრასბურგმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა - პროცედურული ასპექტი (სიცოცხლის უფლება) და 6 ხმით ერთის წინააღმდეგ, რომ არ დარღვეულა მე-2 მუხლი - არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება).

    სასამართლოს პრესრელიზის თანახმად, საქმე ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საქართველოში განხორციელებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას. ერთ-ერთი დაკავების შემდეგ, განმცხადებლის ნათესავი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ჯგუფის მატერიალურ დახმარებაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის დაჭრილი იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან, როდესაც სავარაუდოდ ცდილობდა ყუმბარის აფეთქებას მისი დაკავების დროს. განმცხადებლები ამტკიცებდნენ, რომ მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
     
    სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტური და საფუძვლიანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება დასკვნის გამოსატანად, გონივრული ეჭვის გარდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა პირობებში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. უფრო მეტიც, მან უარყო მომჩივნების საჩივარი მე-3 მუხლის ფარგლებში (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა) არასათანადო მოპყრობის შესახებ და მიიჩნია, როგორც დაუსაბუთებელი.
     
    სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს ერთობლივად 10 000 ევრო არამატერიალური ზიანისა და 15 000 ევრო ხარჯებისთვის.
     
     

    მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად, 2019 წელს წარადგინა.

    მოსარჩელეები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) დარღვევაზე.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს, თუმცა 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმის განახლებისა და თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით მიმართა. გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

    დიდი ხნის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]