• თელავში სამი ახალგაზრდა დააკავეს

    სამშაბათი, 03 იანვარი 2017 17:49 view 4512
    თელავში სამი ახალგაზრდა დააკავეს

    თელავში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პანკისის ხეობაში მცხოვრები სამი ახალგაზრდა დააკავეს.

    როგორც პანკისის სათემო რადიო WAY–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლის მე–2 ნაწილით ედებათ, რაც ჯგუფის მიერ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ინციდენტი 1–ელ იანვარს მოხდა. პანკისსა და თელავის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. პანკისელი ახალგაზრდების თქმით, სამართალდამცავები სამოქალაქო ფორმაში და ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. „ერთ–ერთმა პოლიციელმა ქისტ ახალგაზრდას გაარტყა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. დაპირისპირების დროს დაშავდა ორი პოლიციელი, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს“, – აღნიშნეს თვითმხილველებმა.

    მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სამი ახალგაზრდა დააკავა, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები ხ. ც–შვილი და მ. ჩ–შვილი, ასევე სოფელ დუმასტურში მცხოვრები ს. ჩ–შვილი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სპეციალური ფორმა ეცვათ და არც ნასვამ მდგომარეობაში ყოფილან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]