• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესწავლას ითხოვს

    პარასკევი, 26 იანვარი 2018 12:41 view 4313
    EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის შესწავლას ითხოვს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული დაკავების ოპერაციის კანონიერების და მისი დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე ძალის გადამეტებისა და უფლებების დარღვევის რისკების მინიმიზაციის გეგმის, ასევე თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის შეფასებას.

    EMC მიიჩნევს, რომ არსებითია უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების პროცესში პროკურატურამ სათანადოდ შეისწავლოს არა მხოლოდ უშუალოდ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამდებობის პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც დაკავების ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებას ხელმძღვანელობდნენ.

    როგორც EMC-ის განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებამდე პერიოდში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმიანობისა და ცხოვრების ჩვეულებრივი წესის  გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო მისი დაკავებისთვის ძალის დემონსტრაციაზე ორიენტირებული, მასშტაბური შეაიარაღებული ოპერაციის ჩატარება, რომელიც იმთავითვე შეიცავდა უფლების დარღვევის მაღალ რისკებს.

    „მეტიც, იმ პირობებში, თუ დაკავებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა აღნიშნული პირების დაკავების სასამართლო განჩინება, რომელიც თავის მხრივ გამორიცხავდა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში მათ დაკავებას, კითხვის ნიშნები ჩნდება, თუ რატომ არ განხორციელდა დაკავების ოპერაცია დღისით კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით. აღნიშნული პრობლემა პირდაპირ უკავშირდება დაკავების ოპერაციის დროს საფრთხეების მინიმიზაციის საკითხს, რომელიც სიცოცხლის უფლების დაცვის ვალდებულების ქვეშ მკაცრად მოწმდება ევროპული სასამართლოს მიერ“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

    EMC გამოძიებას სთხოვს შეამოწმოს სუს-ის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებები:

    • ვინ იყვნენ დაკავების სპეცოპარაციის დაგეგმვასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი უწყებები და პირები და როგორი იყო მათი მოქმედების სტრატეგია, გეგმა და რამდენად ეფექტიანი იყო კოორდინაციის პროცესი მათ შორის? 
    • რამდენად საკმარისად დასაბუთებული სუს-ის შეფასება დასაკავებელი პირების მხრიდან მომდინარე შესაძლო წინააღმდეგობის მასშტაბის და ფორმების შესახებ?
    • გააჩნდა თუ არა სუს-ს ოპერაციის დაგეგმვისას ლეტალური ძალის გამოყენების რისკების მინიმალიზების გეგმა? აღჭურვილები იყვნენ თუ არა სპეცრაზმელები ნაკლებად დამაზიანებელი იძულების საშუალებებით და როგორი იყო მათი გამოყენების ინსტრუქცია?
    • ლეტალური ძალის გამოყენების მომენტში რამდენად იყო დაცული გაფრთხილების სავალდებულო წესი სპეცრაზმელების მიერ?
    • გააჩნდათ თუ არა ოპერაციის განმახორციელებელ პირებს სათანადო მომზადება გავლილი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების შესახებ, როდის გაიარეს მათ ეს პროგრამები და რამდენად ადეკვატური იყო პროგრამების შინაარსი?
    • ჰქონდა თუ არა დაკავების ოპერაციის ადგილზე სუს-ს მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები და ექიმების, ასევე საჭირო ტექნიკის რესურსი?
    • რომელი უწყება ახორციელებდა დაჭრის შემდეგ თ. მაჩალიკაშვილის დროული ჰოსპიტალიზაციის პროცესის კოორდინირებას და რამდენად დროულად/მყისიერად და ჯეროვნად მოხდა ამ პროცესის ორგანიზება?

    EMC უთითებს, რომ იმის გამო, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის მომენტში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სრული კონტროლი მხოლოდ სუს-ის თანამშრომლებს ჰქონდათ და სწორედ მათ მიერ მოხდა თითქოსდა თემირლან მაჩალიკაშვილის კუთვნილი ხელყუმბარის  ამოღება, აღნიშნული მტკიცებულების ვალიდურება იმთავითვე სადავო ხდება. მეტიც, საქმისთვის არსებითი და პირდაპირი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების ამ ფორმით და პირობებით სუს-ის თანამშრომლების მიერ ამოღების ფაქტი თავის მხრივ სერიოზულ კითხვებს აჩენს სწორედ სუს-ის თანამშრომლების მიერ ძალის შესაძლო გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასა და ობიექტურობასთან დაკავშირებით.

    EMC თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიების წინაშე. მოთხოვნის მიუხედავად, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც EMC-ის მიერ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა. ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის არარსებობის პირობებში, პროკურატურა უზრუნველყოფს საქმის მასალების ნაწილზე (საიდუმლო მასალების გარდა) EMC-ის ადვოკატის წვდომას, გამოძიების პროცესში სრულყოფილი მონაწილეობისა და საქმის სწორი შეფასებითვის, არსებითია ოჯახს დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

    EMC-ის განცხადება სრულად იხილიეთ აქ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]