• თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე EMC სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

    პარასკევი, 02 თებერვალი 2018 17:52 view 4311
    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე EMC სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციის იურისტის, თამთა მიქელაძის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნი განაცხადი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.

    როგორც თამთა მიქელაძემ განაცხადა, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პირველივე განცხადებაში თემირლან მაჩალიკაშვილი და სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირები ტერორიზმის მხარდამჭერებად მოიხსენია.

    „ამავე დროს სუს-მა გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც დაუფარავად, პირდაპირ უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილზე.

    ამ მტკიცებულების გამოქვეყნება მოხდა იმ პირობებში, როდესაც საქმის კონტექსტში არ იყო გაანალიზებული და მხოლოდ ეს ვიდეომასალა გაუშვა, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა და შექმნა წარმოდგენა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი იყო დამნაშავე

    “, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი სტრასბურგის სასამართლოს მიმდინარე თვეში მიმართავს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.  როგორც მათმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო იმას, თუ რა ფორმით გააგრძელებს გარდაცვლილის ოჯახი პროკურატურასთან თანამშრომლობას. ადვოკატის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ოჯახის დაზარალებულად ცნობა იყო, რაზეც უარი მიიღეს. პროკურატურის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს და იქამდე, ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის დასკვნები, დაზარალებულად ცნობა შეუძლებელია.

    პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახმედ ჩატაევთან და მის დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში ადანაშაულებს. სუს-მა გაავრცელა ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ მაჩალიკაშვილი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან შოაიფ ბორზიევთან და ასლანბეგ სოლტახმადოვთან ერთად, თბილისში მდებარე ტელეფონების ერთ-ერთ მაღაზიაში შედის. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ვიდეოდან გარდა იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მათ იცნობდა, არაფერი მტკიცდება. 

    თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის საქმეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების მუხლით იძიებს. გამოძიება 27 დეკემბერს დაიწყო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]