• პანკისელ ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები ერთი კვირაა ეძებენ

    ხუთშაბათი, 02 აგვისტო 2018 22:55 view 4151
    პანკისელ ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები ერთი კვირაა ეძებენ

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ 55 წლის ოთარ ხანგოშვილს ოჯახის წევრები უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ეძებენ.

    მათი ინფორმაციით, ოთარ ხანგოშვილიჩეჩნეთში სამუშაოდ 29 აპრილს გაემგზავრა, 28 ივლისს კი უკან, საქართველოში ბრუნდებოდა. მეგობართან ერთად რუსეთ-საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა კიდეც, რის შემდეგაც ქართველმა სამართალდამცავებმა დაკითხვის მიზნით დააკავეს და ამის შემდეგ მის შესახებ არაფერი იციან.

    ოთარ ხანგოშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 31 ივლისს მიმართა. როგორც პანკისის სათემო რადიოს ოთარ ხანგოშვილის მეუღლემ, ხადიშათ მარგოშვილმა უთხრა, პოლიციაში მას განუცხადეს, რომ დაკავება არ ფიქსირდება.

    „ჩემი ქმარი სამი თვის განმავლობაში ჩეჩნეთში იმყოფებოდა, სამუშაოდ იყო წასული. 28 ივლისს დაბრუნდა საქართველოში. რუსეთის გამშვები პუნქტი გადალახა და საქართველოში რომ შემოვიდა, დააკავეს იმ მიზნით, რომ ერთი დღე გადაცდენილი გაქვს და ვლადიკავკაზში უნდა დაბრუნდე ჯარიმის გადასახდელადო. მასთან ერთად ვინც იყო ამხანაგი, ეგ ჩამოვიდა, 6 საათი ველოდებოდი და რომ არ გამოვიდა, მე ჩამოვედიო. ჩემი მეუღლე მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. საქართველოს საზღვარი რომ გადმოკვეთა, დაფიქსირებულია და მერე კვალი აღარ ჩანს. ვერც მობილურზე ვუკავშირდებით. ორი დღის წინ მივმართეთ პოლიციას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გატაცებულია, რადგან პოლიციაშიც არ ადასტურებენმის დაკავებას“, - ამბობს ხადიშათ მარგოშვილი.

    ოთარ ხანგოშვილი სოფელ დუისში ცოლთან და შვილებთნ ერთად ცხოვრობს. ჩეჩნეთში ის პერიოდულად სამუშაოდ მიდიოდა. იგი საქართველოს მოქალაქეა და რუსეთის მოქალაქეობა არა აქვს.

    კახეთის პოლიციის დეპარტამენტში განმარტეს, რომ ოთარ ხანგოშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით დაწყებულია მოკვლევა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]