• პანკისის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

    ორშაბათი, 08 ივლისი 2019 21:26 view 7393
    პანკისის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

    პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ, 20 ივნისს, დუისში, მსახიობზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე. მცირე მეწარმეების თქმით, იმის გამო, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით პოლიციას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონდა, ბოლო დღეებში, ხეობაში პრობლემები უცხოელ ტურისტებსაც შეუქმნეს და რამდენიმე ინციდენტიც მოხდა.

    „ამ ინციდენტის შემდეგ სათანადოდ უნდა დაესაჯათ ის პირი, ვინც მსახიობზე იძალადა. ასეთი ფაქტები მოქმედებს ჩვენს საზოგადოებაზე, ტურისტებზე. იმიჯს გვილახავენ, სახელი ელახება ხეობასაც და მოსახლეობასაც.

    ჩემი საკუთარი შვილიც რომ იყოს, ჩემი ახლობელიც რომ იყოს, სამართალდამცავმა ორგანომ უნდა მოახდინოს რეაგირება. შენიშვნა მაინც მისცენ, გააფრთხილონ მაინც, რომ შემდგომში ასეთი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

    დაუსჯელობით გათამამებულმა შეიძლება უარესი ჩაიდინოს, სხვა ახალგაზრდამ, თუნდაც იგივემ, არ არის გამორიცხული“, - აღნიშნა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ეთერში, დუისში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონემ და პანკისის ქალთა საბჭოს წევრმა ეთერ ციხესაშვილმა.

    "პოლიციას ძალიან დიდი წვლილი აქვს ტურისტებს პრობლემები რომ ექმნებათ. მათ აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება. თავდასხმა არ არის საჭირო. მუსლიმებსაც აცვიათ მუხლს ქვემოთ შორტები. თუ მან ვერ იგრძნო, რომ ამის საპასუხოდ რაღაცას მიიღებს, ასეთი ფაქტები კიდევ მოხდება", - - ამბობს ლეილა აჭიშვილი, ჯოყოლოში მდებარე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.

    20 ივნისს, პანკისის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს.

    ბოლო დღეებში კიდევ 2 ინციდენტი მოხდა პანკისში, ორივე სოფელ ჯოყოლოში. ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. პოლონელი ტურისტების მეორე ჯგუფი კი, იგივე მიზეზით, ჯოყოლოში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმროში შეაბრუნა და ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]