• ჯოყოლოში პოლონელ ტურისტებს შორტების გახდა და შარვლის ჩაცმა აიძულეს 

    ორშაბათი, 08 ივლისი 2019 18:27 view 12838
    ჯოყოლოში პოლონელ ტურისტებს შორტების გახდა და შარვლის ჩაცმა აიძულეს 

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ახალგაზრდების ჯგუფმა პოლონელი ტურისტები აიძულა, შორტები გაეხადათ და შარვლები ჩაეცვათ. ერთ-ერთი პოლონელი ტურისტი ყვება, რომ უცნობი ახალგაზრდები მას ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იმ შემთხვევაში, თუ ქუჩაში შორტებით სიარულს გააგრძელებდა. 

    პოლონელი ტურისტების მეორე ჯგუფი კი ჯოყოლოში მცხოვრებმა რამდენიმე ახალგაზრდამ საოჯახო სასტუმროში შეაბრუნა და ქუჩაში გამოსვლა აუკრძალა.

    „ამბობდნენ, რომ მათი წესებია ასეთი, მოკლე შარვლით პანკისში არავინ უნდა გაიაროს. ამის შესახებ მე წინასწარ ინფორმირებულიც არ ვიყავი. ჩემი მოკლე შარვალი მუხლებს ქვემოთ იყო, ბრიჯები, მაგრამ მაინც დამემუქრნენ. მე მეტი პრობლემები არ მინდოდა. ეს ნამდვილად არასასიამოვნი ინციდენტი იყო“.

    ზუსტად იგივე მიზეზით, 20 ივნისს, პანკისის სოფელ დუისში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, პოლიციის განყოფილებიდან 15 მეტრში, რამდენიმე ახალგაზრდა თავს დაესხა მსახიობს, რომელსაც შორტები ეცვა. მოძრაობის თეატრის მსახიობები დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.

    როგორც პანკისის სათემო რადიოს თვითმხილველებმა უთხრეს, ადგილობრივი ახალგაზრდები აპროტესტებდნენ, რომ მსახიობი პანკისში შორტებით იმყოფებოდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „მსახიობი გზის მეორე მხარეს წყლის დასალევად გადადიოდა. ამ დროს მივარდნენ. ჯერ სახეში ჩაარტყეს და მერე წიხლი ამოარტყეს“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

    ახმეტის პოლიციამ მსახიობზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელის ვინაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში პანკისის სათემო რადიოს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ პრეტენზია არ აქვს. 

     

    ამ თემაზე:

    პანკისის საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები შსს-გან რეაგირებას ითხოვენ

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]