• ენერგოომბუდსმენი პანკისში ელექტროტექნიკის მასობრივად გადაწვის ფაქტს სწავლობს

    ორშაბათი, 26 სექტემბერი 2016 11:19 view 3753
    ენერგოომბუდსმენი პანკისში ელექტროტექნიკის მასობრივად გადაწვის ფაქტს სწავლობს

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვის ფაქტის შესწავლა ენერგოომბუდსმენმა დაიწყო. როგორც სალომე ვარდიაშვილმა პანკისის სათემო რადიო WAY-ს განუცხადა, „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ იმ დოკუმენტებს გამოითხოვს, სადაც კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს.

    ენერგოომბუდსმენი ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას მოუწოდებს, მისი ბრალეულობის შემთხვევაში დაზარალებულ მომხმარებლებს ზარალი აუნაზღაუროს.

    „შევადგინეთ ოქმი, ვიწყებთ საქმისწარმოებას, აუცილებლად გამოვიკვლევთ რა მოხდა იმ კონკრეტულ დღეს. „კახეთის ენერგოდისტრიბუციიდან“ მოვითხოვთ სპეციალურ ჟურნალებს, სადაც დაწვრილებით უნდა იყოს აღწერილი მუშა პროცესის შესახებ. რეკომენდაციით მივმართავ „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“, რომ თუ მისი ბრალეულობაა, თავის თავზე აიღოს, გაითვალისწინოს ენერგოომბუდსმენის რეკომენდაცია და აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მომხმარებლებს მიაყენა საოჯახო ტექნიკის დაზიანების შედეგად“, - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, 22 სექტემბერს, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. ბირკიანის მაცხოვრებლები „კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან“ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]