• პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადება

    პარასკევი, 24 ივლისი 2020 15:29 view 5092
    ფოტო პანკისის სათემო რადიოს არქივიდან ფოტო პანკისის სათემო რადიოს არქივიდან

    პანკისის სათემო ორგანიზაცია ეხმაურება 23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ ინციდენტებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანს სცემეს. 

    ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ დუისში, უმნიშვნელო ამბავზე დაიწყო და არასწორი ქმედებებით, სამწუხაროდ, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შედეგადაც დაზარალდა მატანში მცხოვრები ორი ადამიანი. იმავე საღამოს, კონფლიქტი მატანში გაგრძელდა, სადაც პანკისის მცხოვრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

    ამ ინციდენტების შესახებ პოლიციისთვის და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინვე გახდა ცნობილი. დღეს, სოფელ მატანის მცხოვრებლებმა პანკისის ხეობაში შესასვლელი გზის გადაკეტვა სცადეს. 

    სათემო ორგანიზაცია წუხს მომხდარი ინციდენტების გამო და დაპირისპირებულ მხარეებს სთხოვს, მოლაპარაკების ყველა რესურსი გამოიყენონ ვითარების განსამუხტად და მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

    ეს ორი სოფლის მცხოვრებთა შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა არაა. პანკისის სათემო ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ერთი მუნიციპალიტეტის მეზობელ სოფლებში მცხოვრებ ქართველებსა და ქისტებს შორის დაპირისპირების ფაქტები ნასაზრდოებია ხალხებს შორის გაუცხოებით, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკით, ამგვარი ქმედებების მიმართ გულგრილობითა და სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობით.

    ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებიდან არც ამჯერად გამოჩენილა ვინმე, ვინც ვითარების დამშვიდებასა და კონფლიქტის მოგვარებას შეეცდებოდა. 

    პანკისის სათემო ორგანიზაცია, რამდენიმე თვის წინ, ხეობაში მცხოვრები ქართველებისა და ქისტების ერთობლივი მონაწილეობით სწორედ იმიტომ დაფუძნდა, რომ ვაცნობიერებთ ჩვენ გარშემო არსებულ პრობლემებს, ვხედავთ, რომ ეს პრობლემები საერთოა ხეობის ყველა მცხოვრებისთვის და კარგად გვესმის, რომ მათი გადაჭრა მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]