• weather cur horoscope
    სიახლეების თეგების მიხედვით გამოჩენა: გვარების დაპირისპირება

    „ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

    მეხუთე დღეა, მუთოშვილების ოჯახში, ადრე დილიდან გვიან ღამემდე ხალხის ნაკადი არ წყდება. სამძიმრის სათქმელად პანკისის ხეობის ყველა სოფლიდან მიდიან. ხუთი შვილის მამა, 36 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

    კატეგორია საზოგადოება
    ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 12:54

    საინფორმაციო გამოშვება 14.03.2017

    ახალი ამბების გამოშვებას ნაზი დაქიშვილი უძღვება.

    პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის არსებული დაპირისპირება შერიგებით დასრულდა. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა საბჭოს წევრმა ხასო ხანგოშვილმა განუცხადა.

    კატეგორია საზოგადოება

    სიახლეები

    ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ჰესს, რომელიც საფრთხეებს ქმნის - გიორგი ბოტკოველი პანკისის ჰესებზე

    მისი საარჩევნო პროგრამა საკმაოდ მოცულობითია - გამოკვეთილად ეხება თელავს, მოკლედ…

    ონლაინ სწავლების გამოწვევები – რა შეცვალა კოვიდ-19-მა ჯოყოლოს სკოლაში

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, სადაც 146 მოსწავლე სწავლობს,…

    მთავრობა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს ხმების ყულაბად განიხილავს - ჭიაბერაშვილი

    რატომ არ ხვდება „ევროპული საქართველოდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]