28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმში ცხოვრობს და მოქალაქეებს ღამის საათებში გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ. რამდენად კანონიერია მოქმედი რეგულაციები და ცდილობს თუ არა ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების შეზღუდვას – ამ თემაზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ კონსტიტუციონალისტმა გიორგი მშვენიერაძემ ისაუბრა.
რა გავლენას ახდენს პანდემიის პერიოდში დაწესებული რეგულაციები გადაადგილების და შეკრების თავისუფლების უფლებების განხორციელებაზე? რა სირთულეებს აწყდებიან საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორები და როგორ აფასებენ ისინი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს? რამდენად კანონიერია ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც თითქმის 6 თვეა ძალაშია და ხდება თუ არა მისი გამოყენება პროტესტის წინააღმდეგ?