განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სამი საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაანთავისუფლა. სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, რიგ სკოლებში სხვა დარღვევებთან ერთად, გამოვლინდა სველ წერტილებთან დაკავშირებული ხარვეზები, კერძოდ, საპირფარეშოებში დაცული არ იყო ჰიგიენის ნორმები.