„ბავშვის ჯანმრთელობასთან ხუმრობა არ შეიძლება. თუ საქმეს დასჭირდა, ხუთსაც გავათავისუფლებ და ოცდახუთსაც. იყო შემთხვევები, როცა საპირფარეშოს კარი არ ჰქონდა. დირექტორებს ევალებათ, რომ სისუფთავეზე ყურადღება არ მოადუნონ. თუკი თანხმები დასჭრიდებათ ამისთვის, მოგვმართონ“,- განაცხადა განათლების მინისტრმა.
სამსახურიდან გათავისუფლდნენ თბილისის 151-ე, 23-ე და სამტრედიის მე-4 სკოლების დირექტორები. საპირფარეშოების ჰიგიენასთან დაკავშირებით, გაფრთხილება მიეცა მარნეულის მე-3, სოფელ ჯანდარის, სოფელ წერეთლის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის სკოლებს.
2017 წლის დასაწყისში ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება ყველა შემთხვევაში, როდესაც სველი წერტილის მოწესრიგება შესაძლებელი იყო და არ მოწესრიგდა.