საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში - 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა.
8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენისყრის დღეს, პანკისის სათემო რადიო WAY ახალ ამბებს დილის 9 საათიდან საათში ერთხელ, ყოველ სრულ საათზე შემოგთავაზებთ.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 84 აკრედიტირებული მედია ორგანიზაცია და ათასზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ყველაზე მეტი - 184 ჟურნალისტი „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გააშუქებს.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პრემიერმა ახმეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სამხარაულმა სასოფლო სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარების მიმართულებით სერიოზულად იმუშავა.