• პრემიერმა ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა [R]

    ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 13:46 view 4341
    პრემიერმა ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა [R]

    პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პრემიერმა ახმეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სამხარაულმა სასოფლო სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარების მიმართულებით სერიოზულად იმუშავა.

    „გელამ ძალიან დიდი სამუშაო გაწია სასოფლო სამეურნეო მიმართულებით. ასევე, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ზურაბ ზვიადაურთან ერთად, მთის კანონის მიღების პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს კანონი მივიღეთ და პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს სპეციალური შეღავათები ექნებათ. დარწმუნებული ვარ, გელა ყველა ჩვენგანთან ერთად თითოეული თქვენგანის ინტერესის ხმალამოღებული დამცველი იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

    გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ახმეტის მოქმედ მაჟორიტარს, ზურაბ ზვიადაურს და განაცხადა, რომ ის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად რჩება.

    „მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანს, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელად ძალიან ბევრს ზრუნავდა თითოეული თქვენგანის ინტერესზე. ეს არის ზურაბ ზვიადაური, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ოჯახის წევრად რჩება, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

    პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე ისაუბრა და ამომრჩევლებს სამომავლო გეგმებიც გააცნო. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდება ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურის სფეროში.

    პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება თუშეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის მხრივაც.

    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა აღნიშნა, რომ ახმეტაში ვითარდება ინფრასტრუქტურა, როგორც საგზაო, ასევე ლოჯისტიკური თვალსაზრისით და ამ ყველაფერს ტურიზმის განვითარება მოჰყვება. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოვლინდება კომპანია, რომელიც ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობას დაიწყებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]