11 დეკემბერს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების დასწრებით, 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის ბოიკოტის ფონზე ჩატარდა. „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ორშაბათიდან პარლამენტი სრულფასოვან მუშაობას გააგრძელებს.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას მხარი 118 დეპუტატმა დაუჭირა, სამი კი წინააღმდეგ წავიდა.
თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. თარგამაძე და მისი მძღოლი აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა და 10-მდე ავტომანქანა დაზიანდა. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი მანქანა სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.